სვენ მიქსერი -მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს

სვენ მიქსერი -მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს

ევროპარლამენტი არაერთხელ გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და მოუწოდებს, რომ სააკაშვილს მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

„კიდევ ერთი ცნობილი საკითხი, რომელიც დღითიდღე უფრო გადაუდებელი ხდება არის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედი. ევროპარლამენტი არაერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ამ საკითხზე და მოუწოდებს, რომ სააკაშვილს მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება. ბოლო შემაშფოთებელი ცნობების გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ეს საკითხი უფრო ყოვედღიურად უფრო გადაუდებელი ხდება. სავსებით ვიცი, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მემკვიდრეობის საკითხი აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი თემაა, ამიტომ, მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, რომ ჩვენ განვიხილავთ მის გათავისუფლებას, როგორც წმინდა ჰუმანიტარულ საკითხს და ჩვენი მოწოდება არ არის ამ საქმის სამართლებრივი ან პოლიტიკური შეფასება“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.