სვენ მიქსერი - ღრმად ვარ შეშფოთებული რიტორიკის გამო, რომ ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ - ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს

ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევროპასა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკა, რომლებიც ევროკავშირს ადანაშაულებენ იმაში, რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.

„რაც შეეხება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ვაფასებ საქართველოს მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. საქართველო ევროკავშირთან ერთად აძლევს ხმას რუსეთის აგრესიისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დასაგმობად. ამასთან, ღრმად ვარ შეშფოთებული ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკის გამო, რომლებიც ადანაშაულებენ ევროკავშირსა და ჩვენს პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ევროკავშირი მდგრადად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევროპასა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო