რასა იუკნევიჩიენე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა სააკაშვილის სიცოცხლე თქვენს სინდისზე არ იყოს - არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მიზანი, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივეა, რაც ხალხის, შეასრულეთ რეკომენდაციები თვალთმაქცობის გარეშე

მძიმედ ავადმყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება პუტინის პოლიტიკაა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი თქვენს სინდისზე არ იყოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშის შესახებ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

„საქართველო ეკუთვნის ევროპას. ის საბჭოთა რუსეთმა ძალით ჩამოაშორა ევროპას. დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჰიტლერისა და სტალინის მიერ ევროპაში დაწესებული გამყოფი ხაზების ნარჩენები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი, ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირს უფრო ძლიერს გახდის, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივეა, რაც ქართველი ხალხის. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, ყველაფერი, რაც უნდა გააკეთონ, წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში და მათ უნდა შეასრულონ ის მანიპულაციებისა და თვალთმაქცობის გარეშე. მძიმედ ავადმყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება ეს არის პუტინის პოლიტიკა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი თქვენს სინდისზე არ იყოს", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა