გიორგი ფანგანმა ევროპული ენერგეტიკული ორგანიზაციის CEER-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ასამბლეაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელი პირები.

გიორგი ფანგანის თქმით, CEER უმსხვილესი ევროპული ენერგეტიკული ორგანიზაციაა, რომლის დამკვირვებლის სტატუსიც სემეკს აქვს მინიჭებული.

„სემეკი 2017 წელს გახდა უმსხვილესი ენერგეტიკული ორგანიზაციის დამკვირვებელი, აღნიშნული სტატუსის მოპოვება გვეხმარება ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის იმპლემენტაციაში, ინტეგრირებული ბაზრების განვითარებასა და მარეგულირებელი საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში. ზოგადად, სემეკის აქტიურადაა წარმოდგენილი საერთაშორისო ენერგეტიკულ ორგანიზაციებში და ჩვენი მისწრაფებაა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ქართული მარეგულირებლის განვითარების მაჩვენებლები ევროპელ კოლეგებთან, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მათ შორის ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

მათივე ცნობით, 13 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) რიგით 175-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს 2023 წლის სამუშაო გეგმა, გამანაწილებელი სისტემების, გაზის ბაზრის ინტეგრაციისა და გამჭვირვალობის საკითხები, მოისმინეს ინფორმაცია მომხმარებელთა და საცალო ბაზრების, ელექტროენერგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. სემეკის წევრ, გიორგი ფანგანთან ერთად ასამბლეას დაესწრო სემეკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, მარიამ იოსელიანი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა