კახა კალაძე - პიკის საათებში თბილისში 600 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება - თუ არ მივიღეთ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასა და სისწრაფეზე, 5 წელში ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი იქნება

დღეს პიკის საათებში თბილისში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი. ეს ძალიან დიდი ციფრია. დედაქალაქის ქუჩები ყველამ ვიცით, ეს მაჩვენებელი მზარდია. თუ არ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასთან, კომფორტულობასთან და სისწრაფესთან დაკავშირებით, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, 2017 წელს თბილისში ავტომობილების მფლობელთა რიცხვი შეადგენდა 31%-ს, დღეს ეს 48%-ს შეადგენს.

"საშუალო წლიური ზრდა გვაქვს 8-9%. ეს ნიშნავს, რომ 5-7 წელიწადში ჩვენ მივაღწევთ ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს - 70%-ს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, კვირაში 5, ან მეტი დღით ავტომობილს გამოიყენებს მოსახლეობის მხოლოდ 8%. განვითარებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადამიანები იყენებენ ეკომეგობრულ ტრანსპორტს, რაც ძალიან კარგია.

საქართველოში აღნიშნული მონაცემები უტოლდება 92%-ს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

თბილისში, 2012 წელს გადაადგილდებოდა 250 ათასი კერძო ავტომობილი, 2017 წელს ეს რიცხვი 380 ათასამდე გაიზარდა. ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით, სტატისტიკას ვაკეთებთ და დღეს, პიკი საათებში თბილისში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი. ეს ძალიან დიდი ციფრია. ჩვენი დედაქალაქის ქუჩები ყველამ ვიცით, რა თქმა უნდა, ეს რიცხვი მზარდია.

თუ არ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდე უფრო ხელმისაწვდომობასთან, კომფორტულობასთან და სისწრაფესთან დაკავშირებით, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.

ბევრი საუბრობს, რატომ არ აკეთებთ დამატებით ესტაკადას?! - ეს არის უტოპია. მაგალითად, გმირთა მოედანზე განხორციელებული ესტაკადების პროექტი. როდესაც ეს სამუშაოები ჩატარდა, გამტარი იყო და პრობლემას არ წარმოადგენდა. დღეს უდიდესი პრობლემაა, ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამის რაოდენობას ვერ ატარებს. ვთქვათ, მივიღეთ გადაწყვეტილება და გავაფართოვეთ, დავამატეთ ესტაკადა, 5 წლის შემდეგ რას ვაკეთებთ, კიდევ რომ დაემატება ავტომობილები? 7 წლის შემდეგ რას ვაკეთებთ? კიდევ დავამატოთ ესტაკადა? ესტაკადების ქალაქად უნდა გადავაქციოთ თბილისი? იმ ადამიანებს ვისაც გგონიათ, რომ ასეთი პროექტით შეიძლება მოიხსნას პრობლემა არასწორი მიდგომაა“,- აღნიშნავს კალაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო