გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თხილის სექტორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია და ამ პროცესში სამინისტრო დარგობრივ ასოციაციებთან და მეთხილე ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციაშია.

მეთხილე ფერმერთა კავშირი 15 ჰა-ზე მეტი ფართობის მქონე თხილის პლანტაციათა მფლობელებს აერთიანებს. ამჟამად, ორგანიზაციაში 27 სუბიექტია გაერთიანებული, რაც მსხვილი მეთხილე ფერმერების 80%-ია.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მაღალი ხარისხის თხილის წარმოების მნიშვნელობას საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებულად პოზიციონირებისათვის.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო