პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი - ამ ეტაპზე „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და ამის გამო ვერ მოხდა მსჯავრდებული სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვა

ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და ამის გამო ვერ მოხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესზე განაცხადა, რითაც უპასუხა სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვას, თუ რატომ ვერ მოხერხდა პროცესზე თავად სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა.

აბრამიშვილის თქმით, კლინიკაში შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს შესაბამისი გამართვა სჭირდება.

რაც შეეხება ხაჭაპურიძის კითხვას, მან ითხოვა განმარტება, რატომ ვერ ჩართეს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად მაშინ, როდესაც კლინიკა ტექნიკით აღჭურვილია.

„რატომ არ მოხდა ჩართვა? ზოგადად, ჩართვა ხდება ხოლმე მანქანიდან, ქუჩიდან. ნებისმიერი სიტუაციიდან ვერთვებით ხოლმე ადვოკატები, პროკურორები. რა არის მიზეზი, რომ ვერ ჩაერთო ჩვენგან 1 კილომეტრის მოშორებით, კლინიკა „ვივამედში“ მყოფი პატიმარი, რომლის დაცვას, ბადრაგირებას უზრუნველყოფს პენიტენციური სამსახურის დაცვის სამსახური, სადაც განთავსებულია უამრავი ტექნიკა. როდესაც სააკაშვილის სანახავად შევდივართ, გვაჩვენებენ და გვეუბნებიან, რომ რთავენ [კამერებს]. კლინიკა აღჭურვილია ტექნიკით. გუშინ იუსტიციის მინისტრი გამობრძანდა და რაღაც კადრების გავრცელებით იმუქრება. თუ ამდენი ტექნიკაა, რა არის მიზეზი, რომ ვერ ხერხდება პატიმრის ჩართვა“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო