შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრები აშშ-ში გრძელდება

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრები აშშ-ში გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომითი ურთიერთობების რეგულირების მექანიზმები და საერთაშორისოდ არსებული პრაქტიკა იყო მთავარი განსახილველი თემა ინდუსტრიული ორგანიზაციების, შრომის კონგრესის ამერიკული ფედერაციის # TexasAFLCIO პრეზიდენტთან რიკ ლევისთან და კომუნიკაციების დირექტორს ედ სილსთან შეხვედრისას.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი თემები და გამოწვევები რაც შრომითი ურთიერთობების სფეროში არსებობს. ამერიკელმა კოლეგებმა, ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

„შეხვედრები ასევე შედგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრაციის (OSHA) რეგიონულ წარმომადგენლებთან, სამართალდამცავთა პროფკავშირის (CLEAT), თანაბარი სამართლიანობის ცენტრისა (EJC) და ტეხასის სამუშაო ძალის კომისიის (TWC) წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები შრომითი ურთიერთობებისა და უფლებების თემაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

დელეგაციის წევრები არიან: შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შრომითი ურთიერთობებისა და უფლებები თემაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებს ხვდებიან

ტეხასის შტატში, შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა