„ადამიანები ბიზნესის უკან“ - გაყიდვების ასოციაცია სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის გამოფენას მართავს

15 დეკემბერს გაყიდვების ასოციაცია მართავს გამოფენას სახელით - „ადამიანები ბიზნესის უკან“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე კომპანია, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, მეტი ინფორმაცია მიიღონ მათი საქმიანობის შესახებ და პირადად გაეცნონ დამფუძნებლებსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს.

გამოფენაზე შესაძლებელი იქნება სხვისი გამოცდილების გაზიარება, ახალი კონტაქტების შეძენა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა, რისთვისაც გათვალისწინებულია სივრცე ბიზნეს შეხვედრებისთვის. „ადამიანები ბიზნესის უკან“ არის ყველასთვის, ვინც უკვე მართავს მსხვილ, საშუალო თუ მცირე ბიზნესს, ვინც ახლა იწყებს ან აპირებს რომ დაიწყოს საკუთარი საქმე, რადგან აქ გამოცდილი ადამიანები თავიანთ შეცდომებსა და წარმატების გზას გაუზიარებენ ერთმანეთს და აღნიშნული გამოცდილება სამომავლოდ განვითარებაში დაეხმარებათ.

მონაწილე კომპანიებს შორის არიან ისეთი ცნობილი და მსხვილი ბიზნესები, როგორიცაა: „სილქ ბანკი“, „ახალი ნათება“, „მონოლით ჯგუფი“, „თეგეტა მოტორსი“, „არომაკო“, „რებანკი“, „ალდაგი“, „ლემონს ჯგუფი“ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის გათამაშება და საინტერესო პრიზები, რომელთა მიღების შესაძლებლობაც მათ მთელი დღის განმავლობაში ექნებათ. დასასრულს, 21:00 საათზე კი გაყიდვების ასოციაცია გრანდიოზულ პრიზს გაათამაშებს,.

გამოფენა 16:00-დან 21:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: სასტუმრო „ბილტმორი“, შოთა რუსთაველის გამზირი, 29. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო