შალვა ხაჭაპურიძე - იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის და კარგად გამოუვიდოდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ის რომ დღეს იუსტიციის მინისტრის ადგილზე იყოს, თანამდებობიდან გადადგებოდა.

როგორც ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტს კლინიკაში ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება.

„დინამიკაში უნდა იყოს ნაჩვენები, უტარდება შესაბამისი მკურნალობა თუ არა. საერთოდ, არანაირი ექსპერტიზის დასკვნა რომ არ არსებობდეს, უნდა შეხედოთ სააკაშვილს და დაინახავთ, რომ ეს არის მომაკვდავი ადამიანი. ამის ჩვენება არ უნდათ, რომ არანაირი მკურნალობა, ყოველ შემთხვევაში, ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება. ამის დამალვის მცდელობა იყო.

სიმართლე გითხრათ, მე დღეს იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, შემრცხვებოდა და ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის და კარგად გამოუვიდოდა, უფრო მეტ ფულს იშოვიდა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის