თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ქუჩაში დიდი რაოდენობის ხალხის გამოსვლის დროა, პარლამენტარებისა და რიგითი მოქალაქეების ჩათვლით

ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად წესით, დღეს ქუჩაში დიდი რაოდენობის ხალხის გამოსვლის დროა, პარლამენტარებისა და რიგითი მოქალაქეების ჩათვლით. აღნიშნული განცხადება ჩარკვიანმა მედიასთან თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ პროცესი გაიმართა.

„გადავხედე არქივს და არ მახსენდება ასეთი რამ, რომ 15 ევროპარლამენტარი დადგეს და პრაქტიკულად მინი-აქცია გააკეთოს. ისინი გულწრფელად შეწუხდნენ იმიტომ, რომ ნერვიულობენ. მიხეილ სააკაშვილს, როგორც დიდი მასშტაბის რეფორმატორს, დიდი სახელი აქვს, თორემ ასეთი რაღაცები ისე არ კეთდება.

აქ, ცოტა მეტად რომ შევწუხდეთ, ცოტა მეტი რომ ვიყოთ და კომპიუტერთან მარტო კაკუნი არ იყოს, ბევრად უკეთესი იქნება. მე არ მახსენდება ოლიგარაქტი ისტორიულად, რომელიც ინტელექტუალური საუბრებით წავიდა, იმიტომ, რომ ოლიგარქატში თავად ინტელექტუალები არ არიან და ეს, რაღაცნაირად გავიგოთ“, - აცხადებს ჩარკვიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?