ირაკლი კობახიძე - პირდაპირ ჩანს, თუ რამდენად ბნელი და უინტელექტო შემადგენლობა არის თავმოყრილი იმ პოლიტიკურ პარტიაში, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

პირდაპირ ჩანს, თუ რამდენად ბნელი და უინტელექტო შემადგენლობა არის თავმოყრილი იმ პოლიტიკურ პარტიაში, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ სიბნელე და უინტელექტობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და დღესაც, როცა ოპოზიციაში არიან.

„ვიღაცები კიდევ შეფუთული სახით ჰყავდათ, დღეს გამოჩნდა, რომ ხაბეიშვილის, მელიას, მუმლაძის, მამულაშვილის სახით, თუკი ვინმე უინტელექტო შეიძლება ქართულ საზოგადოებაში ამოარჩიო, ყველას აქვს ამ პარტიის თავმჯდომარეობაზე პრეტენზია. ყველა არის ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი ფიგურები. საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს, ეს ძალიან კარგია. ადრე თუ რაღაცები შეფუთული ჰქონდათ ახლა პირდაპირ ჩანს, თუ რამდენად ბნელი და უინტელექტო შემადგენლობა არის თავმოყრილი იმ პოლიტიკურ პარტიაში, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. ბნელები რომ არ ყოფილიყვნენ, იმ დანაშაულებსაც ვერ ჩაიდენდნენ, რაც თავის დროზე ჩაიდინეს. ბნელი რომ არ იყო, 100 კაცს წელიწადში ციხეში ან ციხის გარეთ არ მოკლავ, ბიზნესის რეკეტი არ იქნება შენი მთავარი ხელწერა და ა.შ. სიბნელე და უინტელექტობა იყო მათი მთავარი პრობლემა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღესაც, როცა ოპოზიციაში არიან. ეს არის კრიმინალების პარტია და მათ დანაშაულებრივ საქმიანობას აქვს მთავარი მიზეზი, ეს არის სიბნელე და უინტელექტობა“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ვინც არ უნდა აირჩიონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, პარტია მაინც გაიხლიჩება.

„რაც უფრო სუსტი იქნება ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. რომელი ბნელი კანდიდატიც არ უნდა იყოს არჩეული, პარტია გახლეჩის მიმართულებით მიდის. ეს არის მთავარი პოზიტიური მოვლენა, რაც უკავშირდება ამ რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ტარდება“,-განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს