ირაკლი კობახიძე - ტყუილები რომ არ გავრცელდეს და ქვეყნის იმიჯი არ დააზიანოს, ალბათ, რაღაც მომენტში აუცილებელიც იქნება კადრების გასაჯაროება, მითუმეტეს, „ნაცმოძრაობა“ ხან ფოტოებს დებს, ხან შერჩევით დიაგნოზის ნაწილებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადება აბსოლუტურად სწორია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია არ დაზიანდეს, გარკვეულ მომენტში საჭიროა მეტი ინფორმაციის გავრცელება, იქნება ეს ვიდეოკადრები თუ სხვა.

„მგონი, აბსოლუტურად სწორი პოზიციაა. თავის დროზე, გახსოვთ, რომ იტყუებოდნენ, ხალხს ატყუებდნენ, რომ სააკაშვილი შიმშილობდა. მერე სამინისტრომ კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ არ შიმშილობს, დამთავრდა მთელი ეს ტყუილები და სპეკულაცია. მერე იყო კიდევ აწამესო, გამოჩნდა კადრები, სადაც ჩანს, რომ არ აწამეს და პირიქით, წინააღმდეგობას უწევდა ბადრაგს და ა.შ. ეს ტყუილები რომ არ გავრცელდეს და ქვეყნის იმიჯი რომ არ დააზიანოს, ალბათ, რაღაც მომენტში აუცილებელიც იქნება ასეთი კადრების გასაჯაროება. მითუმეტეს, რომ მეორე მხარე, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ხან ფოტოებს დებს, ხან შერჩევით დიაგნოზის ნაწილებს და ა.შ. იმისთვის, რომ ვერ მოახერხონ, თუნდაც მინიმალურ დონეზე ქვეყნის გარეთ თუ შიგნით ქვეყნის იმიჯის დაზიანება, ალბათ, რაღაც მომენტში საჭიროა მეტი ინფორმაციის გავრცელება, იქნება ეს ვიდეოკადრები თუ სხვა ინფორმაცია", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, „გარკვეულ სიმულაციებთან ნამდვილად გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ“.

როგორც რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-თან განაცხადა, თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, მაშინ უწყება იძულებული გახდება გარკვეული კადრები გაავრცელოს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!