მიხეილ სააკაშვილი - ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ, ვიდრე არ მივიღებ გარანტიებს საკუთარ პროცესზე "ვიდეოლინკით" მაინც ჩართვის - დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს

ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, ვიდრე არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე "ვიდეოლინკით" მაინც ჩართვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გააცნო.

როგორც სააკაშვილი წერს, ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს.

„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, ვიდრე არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს