კრემლში აცხადებენ, რომ ოფიციალურ მოსკოვს უკრაინაში „საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ რაიმე შეთავაზება არ მიუღია

კრემლში აცხადებენ, რომ ოფიციალურ მოსკოვს უკრაინაში „საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ რაიმე შეთავაზება არ მიუღია

კრემლის განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს უკრაინაში „საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ რაიმე შეთავაზება არ მიუღია.

როგორც მედია წერს, ამ კვირაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მოუწოდა შობისთვის უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანა დაიწყოს.

გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ამერიკული წარმოების „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვითი სისტემის უკრაინისთვის შესაძლო მიწოდებაზე. პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ეს სისტემები "კანონიერი სამიზნე“ იქნება.