„თიბისი - პარტნიორ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში იპოთეკურ სესხზე „თიბისი“ კონცეპტი თავის მომხმარებლებს, წინასაახალწლოდ, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

პარტნიორ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში იპოთეკურ სესხზე „თიბისი“ კონცეპტი თავის მომხმარებლებს, წინასაახალწლოდ, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„თიბისი“ კონცეპტი, „თიბისის“ პერსონალური საბანკო მომსახურებაა, რომლის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში. პარტნიორ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში იპოთეკურ სესხზე „თიბისი“ კონცეპტი თავის მომხმარებლებს, წინასაახალწლოდ, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ ბინა „თიბისის“ პარტნიორი კომპანიებისგან, ხოლო თანხის წინასწარი შენატანი მხოლოდ 5%-ს შეადგენს. ბინის შეძენისას კი, დამატებით, 5%-იან ფასდაკლებას მიიღებთ ბინის ერთ კვადრატულ მეტრზე. შეთავაზება მოქმედებს 9 დეველოპერული კომპანიის პროექტებზე, რომლებიცაა: „აპარტ დეველოპმენტის“ პროქეტი, „Old City Panorama“; „დემაქს ჯგუფის“ პროექტი „დემაქს ვაკე“; „NCD • New City Development-ის“ პროექტი „ენსიდის“ კომპლექსი“; „თი-ისთეითი“ და „მარდიელის“ პროექტი „ორთაჭალა ჰილსი“; „სოლის რეზიდენსის“ პროექტი „სოლის რეზიდენსი“; „X2 დეველოპმენტის“ პროექტი „Dighomi Residence“; „X2 დეველოპმენტის“ პროექტი „წერეთელი დელუქსი“; „გრინჰილ რეზიდენსის“ პროექტი „გრინჰილ რეზიდენსი“; „ავტოგრაფის“ პროექტი „პეკინი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, კომპანიის ცნობით, „გრინჰილის“ შემთხვევაში ბინის შესაძენად საჭიროა მხოლოდ 10%-იანი თანამონაწილეობა.

„შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ უკვე ხართ ან გახდებით „თიბისი“ კონცეპტის მომხმარებელი. შეთავაზებების დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://tbcmortgage.ge/offers?concept=true“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო