ნიკო კვარაცხელიას დედა - პრემიერისგან უკუკავშირი მივიღე, მითხრეს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, მხოლოდ ამ ორ ახალგაზრდაზე რატომ ვჩერდებით, როცა 9 ტომში უამრავი სახელი და გვარია

პრემიერ-მინისტრისგან უკუკავშირი მივიღე და მითხრეს, რომ ყველაფერი აუცილებლად ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, ამდენ ხანს, მხოლოდ ამ ორ ახალგაზრდაზე რატომ ვჩერდებით, როდესაც ცხრა ტომში არის უამრავი სახელი და გვარი და ეს ახალგაზრდები დღეს, ქუჩაშიც დადიან,- ამის შესახებ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერმა ოჯახს თანადგომა გამოუცხადა, თუმცა 9-ტომიანი საქმე, რომელიც მისი შვილის მკვლელობას მოიცავს, სისრულეში უნდა იქნას მოყვანილი.

„ნიკოს საქმე გამოძიებულია და ეს ხელისგულზეა, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს ნაშრომი, რომელიც 9 ტომში წერია, რატომღაც დედამ უნდა აღასრულოს. ამას ვერანაირად ვერ შევძლებ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ საქმის სისრულეში მოყვანა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას არ ვამბობ, რადგან ნიკო კვარაცხელია ჩემი შვილია. ეს ძალიან ბევრ რამეს იტყვის, იტყვის იმას, თუ ვინ გამოიყენა ეს ახალგაზრდები და ვინ დაუკვეთა ამ მათ ნიკოს მკვლელობა. ნიკო თავის თაობას არ მოუკლავს. ვიღაცას ძალიან ეზედმეტა ჩემი ნიჭიერი და ჭკვიანი შვილი.

პრემიერ-მინისტრისგან უკუკავშირი მივიღე და მითხრეს, რომ ყველაფერი აუცილებლად ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, ამდენ ხანს, მხოლოდ ამ ორ ახალგაზრდაზე რატომ ვჩერდებით, როდესაც ცხრა ტომში არის უამრავი სახელი და გვარი და ეს ახალგაზრდები დღეს, ქუჩაშიც დადიან, გარკვეულ ღონისძიებებს ახალისებენ და პრიზებს გადასცემენ. პრემიერმა კი, თანადგომა გამოგვიცხადა, მაგრამ ვამბობ, 9-ტომიანი საქმე აუცილებლად სისრულეში უნდა მივიდეს”, - აცხადებს იზა ომაძე.

მისივე თქმით, ვინ შეიძლება იდგეს მისი შვლის მკვლელობის უკან, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ იტყვის, თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები კვარაცხელიას მკვლელობის 9 ტომშია.

„პირველ რიგში, თანამზრახველებად ვისაც ვთვლი, ისინი ხელს ადებენ კაველაძეს და ჭელიძეს. აყვანის პერიოდში კი, კავილაძემ და ჭელიძემ კონკრეტულ ადამიანებს, გვარებს დაადეს ხელი. გაასაჯაროონ კაველაძის აყვანის კადრები, მათ აქვთ ეს კადრები. წყენის პოლიციელებს ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რას ყვიროდა დაკავებული კავილაძე, შეშინებული რა გვარებს ასახელებდა, წყნეთის პოლიციაში ეს ყველაფერი იციან”, - აცხადებს იზა ომაძე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი