ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის ექსპერტთა ჯგუფმა ლოჯისტიკის სპეციალისტებს დაგეგმვის პროგრამის შესახებ ლექცია ჩაუტარა

ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის ექსპერტთა ჯგუფმა ლოჯისტიკის სპეციალისტებს დაგეგმვის პროგრამის შესახებ ლექცია ჩაუტარა

თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ლოჯისტიკის წამყვანმა სპეციალისტებმა ნატო-ს პროგრამაში LOGFAS მუშაობა და ნატო-ს სტანდარტებით ლოჯისტიკური დაგეგმვა შეისწავლეს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლოჯისტიკოსებს ლექცია-სემინარები ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის ექსპერტთა ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.

„ლექციის მთავარ მიზანს ნატო-ს გაერთიანებული ოპერაციების წარმოებისას ლოჯისტიკური დაგეგმარების პროცესის ერთიანი სისტემით განხორციელება წარმოადგენდა. LOGFAS ნატოს ფუნქციონალურ სფეროთა მომსახურების ელექტრონული პროგრამა და მთავარი ლოჯისტიკური დაგეგმვის ინსტრუმენტია, რომელსაც ამჟამად ნატო დაგეგმვის პროცესში იყენებს.

ალიანსის რეკომენდაციაა, აღნიშნული პროგრამა მეგობარი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებშიც დაინერგოს. საქართველოს თავდაცვის ძალებში ამ სისტემის გამოყენება კიდევ უფრო გაამარტივებს ლოჯისტიკური დაგეგმვის პროცესს და ხელს შეუწყობს ნატო-სთან თავსებადობის ზრდას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.