დავით შერაზადიშვილმა ბოლნისში გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში, ე.წ. ,,მომავლის ბაღში“, გამწვანების აქცია მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გამწვანების აქციის ფარგლებში, 11 ჯიშის 1050 ძირი ხე დაირგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიიღო.

„ყოველთვის სიხარულით ვუერთდები გამწვანების აქციებს. დღეს ქალაქ ბოლნისში რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა ჯიშის ხე დავრგეთ. ახლად დარგული ნერგების მოვლა-პატრონობას კი მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური გააგრძელებს. გარემოზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა და გამწვანების აქციებს ჩვენ მომავალშიც არაერთხელ მოვაწყობთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის