ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი - ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის 7900 დოლარს გადააჭარბებს

საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, 2023 წლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები არ შეცვლილა და თითოეული მათგანი 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 79,7 მლრდ ლარს შეადგენს.

„მომდევნო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5 პროცენტზეა შენარჩუნებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3 პროცენტია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის იზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე - არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი 7900 დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის - 10 000 დოლარს გადააჭარბებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.

„2023 წელს, საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება და მისი საშუალო მაჩვენებელი პროგნოზირებულია 5,3 პროცენტის დონეზე, თუმცა წლის ბოლოსთვის 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი