ანა წითლიძე - მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებული კადრები არის იუსტიციის სამინისტროსა და ხელისუფლების უსუსური მცდელობა, მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაცია მოახდინონ - მინდა ვუთხრა, იმედი გაუცრუვდებათ

გავრცელებული კადრები არის იუსტიციის სამინისტროსა და ხელისუფლების უსუსური მცდელობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაცია მოახდინონ - მათ მინდა ვუთხრა, იმედი გაუცრუვდებათ , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ სეპციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კადრებით რისი ჩვენება უნდათ, გაუგებარია.

წითლიძის განცხადებით, იმისათვის, რომ სპეკულაცია დასრულდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომელიც ებრძვის სიკვდილს, უნდა მიეცეს საშუალება საკუთარ პროცესს დაესწროს და საზოგადოება თვითონ გააკეთებს დასკვნებს.

“რას აძლევს ეს კადრები საზოგადოებას, რა ჩანს და რისი დამტკიცება უნდათ, არის გაუგებარი. კადრების გავრცელება კი არა, კეთილი ინებოს იუსტიციის სამინისტრომ, ხელისუფლებამ და სააკაშვილი სასამართლოზე მოიყვანოს, ანახოს საზოგადოებას, როგორია მისი რეალური მდგომარეობა. ამ კადრებით ვერანაირ პასუხს ამაზე საზოგადოება ვერ მიიღებს, თუ რამე უნდოდათ ენახებინათ ამით, მინდა ვუთხრა, რომ იმედი გაუცრუვდებათ მხოლოდ. ამ კადრებით თუ იმის წარმოჩენა უნდათ, რომ კარგად არის პრეზიდენტი სააკაშვილი, არაფერი ჭირს, შებრძანდნენ პირადად იუსტიციის მინისტრი, უმრავლესობის დეპუტატები და ნახონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მთავარი: რომ მორჩეს საბოლოოდ სპეკულაცია ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომელიც ებრძვის სიკვდილს, მიეცეს საშუალება დაესწროს საკუთარ პროცესს და საზოგადოება თვითონ გააკეთებს დასკვნებს ხელისუფლება იტყუება თუ დაცვის მხარე", - განაცხადა წითლიძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა