თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, ვაშინგტონი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებს.

ამასთან, თეთრ სახლში უკრაინისთვის Patriot სისტემების შესაძლო გადაცემაზე გაკეთდა კომენტარი.

“არ შემიძლია უკრაინისთვის Patriot-ის მიწოდების შესახებ მედიის ცნობები დავადასტურო. ყოველთვის გამჭრვირვალენი ვართ შეიარაღების პაკეტებთან დაკავშირებით, რომლებიც გავაგზავნეთ და გავაგზავნით კიევში”, - დასძინა კირბიმ.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებს, რომელშიც უპირატესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაეთმობა.