ლადო კახაძე სააკაშვილის პროცესზე - რატომ არ მიიტანეთ ლეპტოპი? - ლეპტოპი არ გვაქვს მართლა? გაგვიჭირდა ლეპტოპის მიტანა?

ლეპტოპი არ გვაქვს მართლა?! გაგვიჭირდა ლეპტოპის მიტანა?! რატომ არ მივიტანეთ?! - ტექნიკურ სამსახურს ვეკითხები, რა ტექნიკური მოუგვარებელი დაგემართათ, რომ არ ჩართეთ ეს ადამიანი?! სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს , - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის განცხადებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისსავე სასამართლო პროცესზე ჩართვა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობების არ არსებობის გამო ვერ მოხდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პრივილეგიებით სარგებლობს.

„9 000-ზე მეტი პატიმარი გვყავს და ყველა გვაგინებს გულში, ჩვენ რატომ არ გვაქვს ასეთი უფლებებიო და რა ვქნათ, თმენის ვალდებულება გვაქვს და დემოკრატია ეს ყოფილა. ჩვენ ყველასთვის უნდა ვიყოთ მოსაწონი. აქედან ვსვამ ამ შეკითხვას: რა მოხდა, რატომ არ მიიტანეთ ლეპტოპი?! დღეს ველოდებოდი სასამართლოს და თქვენგან [წამყვანის] ვიგებ ამას და ვსვამ კითხვას, ვეკითხები ვისაც ევალებოდა: ლეპტოპი არ გვაქვს მართლა?! გაგვიჭირდა ლეპტოპის მიტანა?! რატომ არ მივიტანეთ?!. რა გგონიათ დეპუტატი ვარ, ვალდებულებები მაქვს და სიტყვას ვერ ვიტყვი?! მე ყველაფერს ვლაპარაკობ, ადამიანებს პირში ველაპარაკები, მიზეზი უნდა გავიგოთ ჯერ რა მოხდა. ტექნიკურ სამსახურს ვეკითხები, რა ტექნიკური მოუგვარებელი დაგემართათ, რომ არ ჩართეთ ეს ადამიანი?! სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს და ამ პასუხის შემდეგ გავაკეთებდი ჩემს კომენტარს. ახლა მე მხოლოდ კითხვის დასმა შემიძლია“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო