ევროკავშირის ელჩი - ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს  სასამართლოზე დასწრების საშუალება - შეშფოთებული ვართ მისი მდგომარეობის გაუარესების ცნობების გამო და ამ საკითხს ვაყენებთ ხელისუფლებასთან

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება. 21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მას სასამართლოზე დასწრების საშუალება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო. ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მისი უფლება სრულად დაცული იყოს, დაცული იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლება და ასევე მისი, როგორც განსასჯელის უფლება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მას მიეცემა სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება. 21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მას სასამართლოზე დასწრების საშუალება. იმედი მაქვს, ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, მან ეს ონლაინ რეჟიმში გააკეთოს, ვინაიდან მისი, როგორც განსასჯელის უფლება სრულად უნდა იყოს დაცული.

მოხარული ვართ იმით, რომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, {მიხეილ სააკაშვილმა} გადაწყვიტა არ გააგრძელოს შიმშილობა, ვინაიდან ეს რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას არ წაადგებოდა.

ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რომლის გადადგმასაც საქართველოს სასამართლო გადაწყვეტს“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა