ანა ბუჩუკური - მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება ცალსახად ამორალური იყო - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეტად ეს კადრები ასახავს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ მმართველობის მე-10 წელს

მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება ცალსახად ამორალური იყო, პაციენტის თანხმობის გარეშე ეს ცალსახად, არ ჯდება არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რისი თქმა სურდა ამ კადრებით ხელისუფლებას. "როცა ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს კადრების გავრცელებით ამტკიცებ რაღაცას, ამორალურობასთან ერთად არის დიაგნოზი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. ერთი, რაც დავინახეთ, არის მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სხვა მიზანი მე ვერ ამოვიკითხე. როგორც „ქართული ოცნების“ ყოფილ მხარდამჭერს შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიცი, მათ მხარდამჭერებში როგორ შეიძლება რაიმე დადებითი გამოიწვიოს. კადრების გავრცელება ცალსახად ამორალური იყო, პაციენტის თანხმობის გარეშე მსგავსი მძიმე კადრების გავრცელება არ ჯდება არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში. კადრები იმაზე მეტად, თუ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, ასახავს, თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ მმართველობის მე- 10 წელს. რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის განცხადებას, მე მას ვიზიარებ, ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ერთი დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენება და როცა ამის პარალელურად ვიხილეთ ის კადრები, რაც ვიხილეთ, ამან კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო