ჯუანშერ ბურჭულაძე სააკაშვილზე - ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ჩვეულებრივი ტერორია, რასაც გუშინ ვუყურეთ - იქ არ ირღვევა პერსონალის უფლებები?

ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა მიზანს ემსახურებოდა და ხომ არ დაირღვა მიხეილ სააკაშვილის უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით.

მისი თქმით, ამ კადრებით საზოგადოებამ სიმულაცია დაინახა.

„ამ კადრებით საზოგადოებამ დაინახა და ამაზე მინისტრმაც გააკეთა კომენტარი, რომ ეს არის სიმულაცია. საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ, გუშინ კითხვა არ გაუჩნდა? იქ არ ირღვევა ადამიანის უფლებები და პერსონალის? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ. ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როცა გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს ტერორს საქართველოს მოსახლეობის. თქვენ, როგორც ქალბატონებს, კითხვა არ გაგიჩნდათ გუშინ, იმათი უფლებები ირღვეოდა თუ არა? სხვა რომ მოექცეს ანალოგიურად უფლებების დამცველები მოუთხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას,"- განახადა ბურჭულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო