სოფო ჯაფარიძე - ყველა კადრი, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა, არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ -  ეს არის ფსიქოლოგიური წამება და შანტაჟი

გავრცელებულმა კადრებმა ცხადყო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არანაირი კანონი და ყოველგვარი კანონის მიღმა მოქმედებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სოფო ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტობრივად უკვე დასტურდება, რომ სააკაშვილი არის მოწამლული მძიმე მეტალებით და სწორედ ეს ინტოქსიკაცია უშლის ხელს, რომ მიიღოს საკვები.

„გავრცელებულმა კადრებმა ცხადყო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არანაირი კანონი, „ქართული ოცნება“ ყოველგვარი კანონის მიღმა მოქმედებს და დაგვანახა ის, რომ ისინი არიან სრულიად უსუსურები მიხეილ სააკაშვილის მიმართ - ყველანაირი ძალით, წესით თუ უწესოდ ებრძვიან მას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ის დააკნინონ, მაგრამ ვერ ხვდებიან იმას, რომ ამით ცხადყოფენ იმას, რომ ისინი მას აწამებენ.

ყველა კადრი, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ისინი არღვევენ კანონს და უფლებას, რადგან პატიმრის ნებართვის გარეშე ასაჯაროებენ მის პირად კადრებს, რაც დაუშვებელი და სისხლის სამართლის დანაშაულია. ისინი არღვევენ როგორც პატიმრის, ისე პაციენტის უფლებას. ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ყველა ვართ დაუცველები - ყველა პატიმარი, რომელიც კლინიკაში მოხვდება, არის სრულიად დაუცველი და მათი უფლებები არის უკონტროლო.

ეს არის ფსიქოლოგიური წამება, რაც ნებისმიერისთვის დიდი დარტყმაა. ისინი მას აშანტაჟებენ - სამკურნალო დაწესებულებაში თვალთვალი და ვიდეომონიტორინგი არანაირ ნორმაში არ ჯდება. ეს არის მასზე ფსიქოლოგიური წამება და შანტაჟი. ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ. ყველანაირ ჩარჩოს გასცდა მათი ქმედებები. მათ დაგვანახეს, რომ ნებისმიერ ოპონენტს შეიძლება ასე მოექცნენ.

ასევე გონივრული ეჭვი არსებობს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით არის მოწამლული, რაც გუშინდელ კადრებზე აისახებოდა. ასევე ვიცით ამერიკელი ტოქსიკოლოგის მოსაზრება დასკვნასთან დაკავშირებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმძიმესი, როგორც არ უნდა ჭრან და კერონ.

გარდა იმისა, რომ გუშინ ნათელი გახდა ვიზუალურად მისი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა, ჩვენ ვიცით მისი კლინიკური მდგომარეობა. ყველა ინფორმაცია არ საჯაროვდება, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მას აქვს ყოველდღე 38 და მეტი გრადუსი ტემპერატურა, ის ვერ იღებს საკვებს და თვითონვე დამცირდნენ იმით, რომ გვაჩვენეს თუ როგორ ჭამს ორ ლუკმას. ამით რისი თქმა უნდოდათ - „ვინ თქვა, რომ ის შიმშილობს?“ ეს არავის უთქვამს, ის ცდილობს, რომ მიიღოს საკვები მაგრამ არ შეუძლია. მის ორგანიზმს აქვს მიუღებლობა საკვებისადმი, რადგან მას აქვს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა, რამდენიმე დიაგნოზზეა საუბარი, აქედან გამომდინარე, მას საკვების მიღება ფიზიკურად არ შეუძლია.

ფაქტობრივად უკვე დასტურდება, რომ ის არის მოწამლული მძიმე მეტალებით და სწორედ ეს ინტოქსიკაცია უშლის ხელს, რომ მიიღოს საკვები. ის, ფაქტობრივად ვერ გადაადგილდება და ამას ნათელი მოჰფინა იმან, რომ ის სასამართლო პროცესში ვერ ჩართეს და მოიმიზეზეს ტექნიკური გაუმართაობა, რაც არის იმდენად ყველანაირ რეალობას მოკლებული მიზეზები, რომ თავის თავს სასაცილოდ ხდიან. მიხეილ სააკაშვილს აქვს პირღებინება, პერიოდულად გონების კარგვა, ასევე მეხსიერების ჩავარდნა. წარმოიდგინეთ, ამდენი თვის განმავლობაში მხოლოდ ეს კადრები ამოარჩიეს და მეტი ვერაფერი და ესეც არის უმძიმესი საყურებელი“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო