თავდაცვის მინისტრი - ვიდრე ქვეყანა არის ოკუპანტი, ის არის მტერიც, რად უნდა ამას შეკითხვის დასმა?

ვიდრე ქვეყანა არის ოკუპანტი, ის არის მტერიც, რად უნდა ამას შეკითხვის დასმა? - საბავშვო ბაღს თამაშობთ, შემდეგი კითხვა რა გაქვთ, გითხრათ? – „აბა, შეაგინეო" იტყვით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მტერია თუ არა რუსეთი.

მისი თქმით, ამ კითხვას ერთხელ უკვე პასუხი გასცა და თქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„გავეცი ამასაც პასუხი და თქვენ ისევ თქვენი ნარატივი გააგრძელეთ. რამდენჯერ უნდა გაგცეთ. დაანებეთ თავი საბავშვო ბაღობანას. თქვენ ფიქრობთ, მე მეშინია ვთქვა, რომ რუსეთი მტერია? ვთქვი, რომ ოკუპანტია, მე მეტი ვთქვი და განვმარტე ჩემი პასუხიც. ოკუპანტი არის მტერიც. თქვენ გგონიათ, თქვენ ხართ პატრიოტები და საქართველოში არის პირთა წრე, თან დიდი, რომელიც ამას ასე არ აღიარებს? სანამ ქვეყანა არის ოკუპანტი, ის არის მტერიც, რად უნდა ამას შეკითხვის დასმა? ვინ ვერ პასუხობს?"- განაცხადა ბურჭულაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ამას კობახიძე არ პასუხობს და ამიტომ გახდა კითხვა აქტუალური, ბურჭულაძე აცხადებს: "იმიტომ, რომ საბავშვო ბაღს თამაშობთ თქვენ".

"შემდეგი კითხვა რა გაქვთ გითხრათ, მაგაზე რომ გიპასუხოთ? - "აბა, შეაგინეო" იტყვით და ეს არის კრიმინალური აზროვნების ნაწილი", - განაცხადა ბურჭულაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი