ჯუანშერ ბურჭულაძე - თანამედროვე კანონის გამოძახილია, თუ ადამიანი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, მოქალაქეობა ჩამოერთვას

თუ ადამიანი ნებას გამოხატავს, რომ იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, მისი ინტერესები უფრო მეტად ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, ასეთ ადამიანს თუ ჩამოერთმევა მოქალაქეობა, ეს ჩვეულებრივი თანამედროვე კანონის გამოძახილია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, როცა საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში მიჰყავთ, არ უმარტავენ საკითხს იმის თაობაზე, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

„თქვენ კომპეტენციას გიწუნებთ, მაგრამ კიდევ ერთს გკითხავთ - თუ კანონში არის ჩანაწერი, რომ პირი, რომელიც მსახურობს სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, უნდა დაკარგოს მოქალაქეობა, ეს ანტიკონსტიტუციურია თქვენი აზრით? გეკითხებით, ამ სულისკვეთებას აქვს თუ არა ლოგიკა? ვის ჩამოერთვა მოქალაქეობა? თუ ადამიანი ნებას გამოხატავს, რომ იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, მისი ინტერესები უფრო მეტად ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, ასეთ ადამიანს თუ ჩამოერთმევა მოქალაქეობა, ეს ჩვეულებრივი თანამედროვე კანონის გამოძახილია. ვისი ნებაც არ არის გამოხატული, რომ მისთვის უფრო ღირებულია სხვა ქვეყნის ინტერესების დაცვა, ვიდრე თავის მოქალაქეობის მქონე ქვეყნის ინტერესების დაცვა, ეს ნიშნავს [მოქალაქეობის] ნებაყოფლობით დატოვებას”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი