ალი ასადოვი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საუკეთესო სურვილებსა და მოკითხვას გადმოგცემთ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საუკეთესო სურვილებსა და მოკითხვას გადმოგცემთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომაზე განაცხადა.

როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა, იქნას განხილული ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და თანამშრომლობის სფეროების გაფართოება.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კომისიის წევრებო, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ აზერბაიჯანის დელეგაციის და პირადად ჩემი სახელით, გულთბილი მიღებისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საუკეთესო სურვილებსა და მოკითხვას გადმოგცემთ.

მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. მჯერა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებს. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და ჩვენი თანამშრომლობის სფეროების გაფართოება. გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და საქართველოს მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი მეგაპროექტები, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებენ. ჩვენ გვექნება ამის განხილვის შესაძლებლობა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, წელს, 18 ნოემბერს, ჩვენ აღვნიშნეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, მაგრამ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორია ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ჩვენი ხალხებისა და ერების ისტორია. ჩვენს ხალხებს აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა, ურთიერთპატივისცემა და მეგობრული ურთიერთობა.

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში, ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში. მჯერა, რომ დღეს, თქვენი მონაწილეობით ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ურთიერთობის დონეზე ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს ვუჭერდით.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა სამი პროცენტით. რა თქმა ნდა, მიმდინარე პანდემიისა და გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი და ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კომისიის წევრებო, მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისია ჩვენს დინამიურ ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე