საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა განხორციელდა, რაც კომპიუტერთან დაკავშირებული ბრაილის ეკრანის (Braille display) ან ბრაილის ჩამწერის (Braille note-taker) გამოყენებით ტექსტის ქართული ბრაილის შრიფტით წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული სიახლე უსინათლო ადამიანებს სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებზე, სწრაფ და სრულფასოვან წვდომას სრულიად უსასყიდლოდ მისცემს.

ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ააიპ „მარიანის“ თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელმა ექსპერტმა, ჰარის მობრისმა შექმნა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და ის უსინათლო ადამიანებს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების საშუალებას აძლევს, რაც ამაღლებს განათლების ხარისხს, უზრუნველყოფს ინფორმაციაზე სწრაფ წვდომას, ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და ქმნის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობას.

ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა ინტეგრირებულია ღია წყაროს მქონე უფასო პროგრამა „ლიბლუიში“, რომელიც თავის მხრივ, ჩაშენებულია ეკრანის წამკითხველ სხვადასხვა პროგრამაში, როგორიცაა NVDA, JAWS და სხვა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი