ეკა გიგაური - მმართველი პარტია ივანიშვილის დაცვას შეეცდება, არ მოერიდებიან ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმასაც - ამ დროს ჩვენ რას ვშვრებით? ის ხალხი, 80% რომ ვართ და ევროპას რომ ვუჭერთ მხარს?

ასეთი პირდაპირი ჩანაწერი ივანიშვილის დასანქცირებასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, შეფერხებულ რეფორმებზე მის პასუხისმგებლობაზე, ჯერ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ყოფილა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიგაური განმარტავს, ერთადერთი მიზნის გარშემო გაერთიანება და ფოკუსის გასწორება გვჭირდება, "გარედან არავინ დაგვეხმარება თუ ჩვენ არ მოვინდომეთ".

„ასეთი პირდაპირი ჩანაწერი ივანიშვილის დასანქცირებასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, შეფერხებულ რეფორმებზე მის პასუხისმგებლობაზე, ჯერ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ყოფილა. ცხადია მის ბიზნესს საქმიანობაზე მსგავსი ჩანაწერი გავლენას მოახდენს. ცხადია მმართველი პარტია მის დაცვას შეეცდება, მათ შორის, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დაზიანების ხარჯზე. ამ გზაზე არ მოერიდებიან ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმასაც. ამ დროს ჩვენ რას ვშვრებით? აი ის ხალხი 80% რომ ვართ და ევროპას რომ ვუჭერთ მხარს? დღეს რომ ფრუსტრირებულები ვართ და ვფიქრობთ არაფერს აზრი არ აქვს? სინამდვილეში კი ყველაფერს აქვს აზრი! ერთადერთი მიზნის გარშემო გაერთიანება და ფოკუსის გასწორება გვჭირდება! გარედან არავინ დაგვეხმარება თუ ჩვენ არ მოვინდომეთ! ჩვენ უნდა მოვინდომოთ ევროპა, იმათ რომ მოინდომონ ჩვენი მიღება! ვიფიქროთ ამაზე!"- წერს გიგაური.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა