კავკასიის მედიცინის ცენტრის დიაგნოსტიკურ ჰაბში ტკივილის მართვის, იგივე ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა

კავკასიის მედიცინის ცენტრის დიაგნოსტიკურ ჰაბში ტკივილის მართვის, იგივე ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა, რომელიც ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას გულისხმობს.

კლინიკა „ევექსის“ ცნობით, მედიცინის ეს შედარებით ახალი დარგი არაერთ სამედიცინო მიმართულებას აერთიანებს.

„ცენტრი უზრუნველყოფს ტკივილის მიზეზის განსაზღვრას, მკურნალობასა და პაციენტის მუდმივ მონიტორინგს. უფრო კონკრეტულად, ხორციელდება შემდეგი დიაგნოზების მკურნალობა: ნებისმიერი ტიპის ნევრალგია (მათ შორის სამწვერა ნერვის ნევრალგია), თავის ტკივილი; წელის ტკივილი; სახსრების ტკივილი; რევმატოიდული ტკივილები; ხერხემლის სხვადასხვა დონის რადიკულარული ტკივილი; ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეული ტკივილი; ხელების ჭარბი ოფლიანობა, რომლის კონტროლი კონსერვატიულად ვერ ხერხდება; გაურკვეველი ეტიოლოგიის ტკივილი, როდესაც სომატური დაავადებები გამოირიცხება.

ტკივილის მართვის ცენტრი ჰოსპიტალში ეგეოსის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორ ჯან ეიგორთან თანამშრომლობით ამოქმედდა. სწორედ მისი საქართველოში პირველი ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა კონსულტაციები, რომელიც 21-23 დეკემბერს, კავკასიის მედიცინის ცენტრის დიაგნოსტიკურ ჰაბში ჩატარდება.

ალგოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი და ამ მიმართულებით რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი იზმირის საუნივერსიტეტო კლინიკის ალგოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს. ამიერიდან, ის ითანამშრომლებს კავკასიის მედიცინის ცენტრის მედპერსონალთანაც, რომელიც ტკივილის მართვის თანამედროვე მიდგომებში უკვე გადამზადდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო