ვლადიმერ მგალობლიშვილი - დიდმა „ჰუმანისტმა“ და „დემოკრატმა“, ბატონმა სააკაშვილმა გამოაცხადა მომაკვდინებელი შიმშილობა, რათა ჩვენი „ავტორიტარული“ რეჟიმისთვის ძირი გამოეთხარა - დაამყარა მსოფლიო ყველაზე ხანმოკლე შიმშილობის რეკორდი

გუშინ, სააკაშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ყველაზე ხანმოკლე შიმშილობაში, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უცხოელი კორუმპირებული ლობისტების დახმარებით მართლმსაჯულებაზე თავის არიდებას ცდილობს.

მიხეილ სააკაშვილი, უცხოელი კორუმპირებული ლობისტების დახმარებით, ცდილობს თავი აარიდოს მართლმსაჯულებას. გუშინ, დიდმა „ჰუმანისტმა“ და „დემოკრატმა“, ბატონმა მიხეილმა გამოაცხადა მომაკვდინებელი გადაწყვეტილება შიმშილობის სახით, რათა ჩვენი „ავტორიტარული“ რეჟიმისთვის გამოეთხარა ძირი და მსოფლიოსთვის ეჩვენებინა მისი რეალური სახე, დაამყარა მსოფლიო ყველაზე ხანმოკლე შიმშილობის რეკორდი, რომელიც სულ რაღაც, სამი საათი და ოცი წუთი გაგრძელდა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ისეთივე „ფეიკია”, როგორიც მისი შიმშილობის აქცია იყო. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე მოიხადოს დაკისრებული სასჯელი. შეგახსენებთ, რომ მისი დანაშაული, გირგვლიანის საქმეში დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყველა შტო კოორდინირებულად მოქმედებდა, რათა დამნაშავეები არ დასჯილიყვნენ. ასევე მინდა მივმართო ფარისეველ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გუშინ ვიხილეთ სააკაშვილი როგორ ძალადობდა და ესროდა სხვადასხვა საგნებს ქალმედპერსონალს. მაგრამ ძალიან საეჭვოდ დუმს ლიბერალური ელიტა და უფლებადამცველები. ველოდები მათ შეფასებებს ამ ფაქტთან დაკავშირებით”, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი