ირაკლი კობახიძე - დღეს ნულოვანი ფასი აქვს იმ საბოტაჟს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის წინააღმდეგ შეიძლება განახორციელოს - რაც მეტი რადიკალი დატოვებს პარლამენტს მით უკეთესი

თუ „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია დატოვებს მანდატებს, ეს ძალიან კარგი იქნება, ეს შეამცირებს პარლამენტში რადიკალიზმს და შესაბამისად, ე.წ. პოლარიზაციის ხარისხს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რითაც შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დადებითი წვრილი დეპოლარიზაციაში შეიტანოს, სწორედ მანდატების დატოვებაა.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია დატოვებს მანდატებს, ეს ძალიან კარგი იქნება, ეს შეამცირებს პარლამენტში რადიკალიზმს და შესაბამისად, ე.წ. პოლარიზაციის ხარისხს, მთლიანად აისახება დადებითად ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. პრინციპში ევროკავშირის მოწოდება იყო დეპოლარიზაცია, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ასრულებდა. ერთადერთი, რითაც ახლა შეიძლება დადებითი წვრილი დეპოლარიზაციაში შეიტანონ, არის სწორედ მანდატების დატოვება. ამას თუ გააკეთებენ, ეს იქნება მათი ერთადერთი წვლილი იმ რეკომენდაციის შესრულებაში, რომელსაც დეპოლარიზაცია ჰქვია.

რაღაც ეფექტი თავის დროზე იქონია მათ მიერ მანდატებზე უარის თქმამ, გახსოვთ 19 აპრილის მოლაპარაკებები. დღეს ნულოვანი ფასი აქვს იმ საბოტაჟს, რომელიც მათ პარლამენტის წინააღმდეგ შეიძლება განახორციელონ. აქედან გამომდინარე, რაც მეტი რადიკალი დატოვებს პარლამენტს მით უფრო უკეთესი“, - განაცხადა კობახიძე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი