გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 27-ე კონფერენციის შედეგების გაცნობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 27-ე კონფერენციის შედეგები საკითხით დაინტერესებულ სტუდენტებს გააცნეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 27-ე შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესები და მათი შერბილების გზები წარმოადგენდა.

„აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე განხილული იყო მიმდინარე საკითხები და გამოწვევები, რომელთა მომზადებაშიც საქართველოს დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილების „ზარალისა და ზიანის ფონდის“ შექმნაა, რომელმაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს. გადაწყვეტილების მიხედვით, შეიქმნება გარდამავალი მმართველი კომიტეტი, რათა განისაზღვროს ფონდის პოლიტიკა. აღნიშული ფონდი, გრძელვადიან პერსპექტივაში, უზრუნველყოფს განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, დამატებით დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

უწყების ცნობით, ახალგაზრდებს შეხვედრის შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააცნეს, რომლებიც აღნიშნულ კონფერენციაში იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში გაიმართა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის