ზაზა ვაშაყმაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანის ელჩის, ერნსტ პეტერ ფიშერის შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარე, გერმანიის ელჩს საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების შესახებ ესაუბრა.

ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებულად გამოყო რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობების ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატი, ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან რელიგიურ თემებთან, მათ შორის, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან თანამშრომლობის საკითხებზე.

გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა დადებითად შეაფასა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და დაადასტურა, რომ გერმანიის საელჩო კვლავაც განაგრძობს მეგობრულ და საქმიან ურთიერთობას რელიგიის სააგენტოსთან.

ელჩის განცხადებით, იგი განსაკუთრებულად აფასებს სააგენტოს აქტიურ ურთიერთობებს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან.

„ჩემთვის საქართველო არის რელიგიური მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურულობის მოდელი და ბევრ ქვეყანას ვურჩევ, რომ მოგბაძოთ“,- აღნიშნა ელჩმა.

მან რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მათთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვა.

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ელჩმა აღნიშნა:„დიდი სურვილი მაქვს, ევროკავშირში შეხვიდეთ და ჩემი მთავარი მიზანია, კონსულტაციები გავუწიო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს საჩუქრად სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნები გადასცა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა