„სადახლოსა“ და „ვალეში“ არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „სადახლო-საავტომობილო“, სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების ს.ო.-სა და გ.ბ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები გამოვლინდა.

„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 548,31 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8 548,31 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს