გიული ალასანია - შეთანხმება უნდა ყოფილიყო, თუნდაც პატიმართან, რომ კადრები გასაჯაროებულიყო - ჩემი შვილი დღეს მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას და დეტოქსიკაციას, რადგან ადამიანი მოწამლულია

რაც მოხდა, ეს ყველაფერი სრულ უზნეობად მიმაჩნია და ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ნებისმიერ ადამიანს, მითუმეტეს პრეზიდენტის შემთხვევაში საერთოდ წარმოუდგენელია, არცერთ ცივილურ ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ეს ამავე დროს არის მთავარიდან მეორეხარისხოვანზე გადატანის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მონახულებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული დეკემბრის კადრები არ ასახავს სრულ სურათს.

„რაც მოხდა ეს ყველაფერი სრულ უზნეობად მიმაჩნია და ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს პრეზიდენტის შემთხვევაში საერთოდ წარმოუდგენელია, არცერთ ცივილურ ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ეს ამავე დროს არის მთავარიდან მეორეხარისხოვანზე გადატანის მცდელობა. იმიტომ, რომ ჩემთვის, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ყველაფერი დანარჩენი არის მე-10 ხარისხოვანი. სხვათა შორის ის, რაც დეკემბრის კადრებია ნაჩვენები, არ ასახავს სრულ სურათს, როგორც წესი მე არც ერთხელ არ მინახავს ფეხზე დამდგარი, თუნდაც დამხმარე საშუალებითაც კი, როგორც წესი ის სულ წევს.

შეთანხმება უნდა ყოფილიყო, თუნდაც პატიმართან, რომ ეს კადრები გასაჯაროებულიყო. ჩემი შვილი დღეს მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას და დეტოქსიკაციას, რადგან ადამიანი მოწამლულია. ყოველ წუთს შეიძლება დასჭირდეს ინტუბირება, ყოველ წუთს შეიძლება დასრულდეს მისი სიცოცხლე. საერთოდ, როდემდე ვითამაშოთ და ვდგათ სპექტაკლები, ხან კადრები იქნება, ხან კიდევ რაღაც იქნება, ვიღაცამ კიდევ რაღაც თქვა, მერე ჩვენ რა და მის ჯანმრთელობას რა?! ევროპარლამენტარებმა მიიღეს ძალიან მკაცრი დოკუმენტი, დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე“, -განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დავით კირკიტაძის, ანა წითლიძის და აბდულა ისმაილოვის მიერ პარლამენტში შიმშილობის დაწყებას, გიული ალასანია განმარტავს, რომ „ყველა შემთხვევაში ეს თავგანწირვაა და ძალიან დიდი მადლობა მათ.“

„ძალიან დიდი მადლობა მათ, ინდივიდუალურად ყველა პიროვნება გადაწყვეტილებას თვითონ იღებს. მე არ მგონია, რომ მაინცდამაინც ეს ჩემს შვილთან შეთანხმებული უნდა იყოს, არ ვფიქრობ ასე. ყველა შემთხვევაში ეს თავგანწირვაა და ძალიან დიდი მადლობა მათ“, -აღნიშნა გიული ალასანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა