კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს 00:00-დან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში აღმაშენებლის ხეივნის, ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 15:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს სტეფანწმინდაში, 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, წეროვანი, ნატახტარი, მისაქციელი, სელექცია და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახატანი, ბიჩნიგაურები, ჟინვალი, იორი, ჩიხაანი, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"