თეა ახვლედიანი - იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ, - ამის შესახებ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის სურვილს, რაც, ამ პოლიტიკის საბოლოო მიზნების მისაღწევად, უმთავრესი შედეგი გახლავთ. მოგეხსენებათ, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია ხალხთაშორისი უშუალო კომუნიკაციის გარეშე, რაც დაწესებული შეზღუდვების თუ პანდემიის მიუხედავად არასდროს შეწყვეტილა და წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ფორმალური თუ არაფორმალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, ასევე სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობისა და ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური პროექტების ფარგლებში”,- განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო