თეა ახვლედიანი - მშვიდობის ფონდის ამოქმედების დღიდან 3 საგრანტო კონკურსი ჩატარდა, რომლის ფარგლებში, 200-ზე მეტი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური საპროექტო განაცხადი შემოვიდა და 75 პროექტი დაფინანსდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, მშვიდობის ფონდის ამოქმედების დღიდან 3 საგრანტო კონკურსი ჩატარდა, რომლის ფარგლებში, ჯამში 200-ზე მეტი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური საპროექტო განაცხადი შემოვიდა და 75 პროექტი დაფინანსდა. ამის შესახებ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მოქმედი მშვიდობის ფონდის საქმიანობაზე.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში, ორიოდე წლის წინ ამოქმედებული მშვიდობის ფონდის საქმიანობის მნიშვნელობა, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ბიზნეს-პროექტების დაფინანსებასა და ამგვარად, ომით დაშორებული საზოგადოების წევრებს შორის, ვაჭრობის წახალისებას ისახავს მიზნად. საერთაშორისო დონორების კონტრიბუციების, კერძოდ, გერმანიის, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერის საფუძველზე, ფონდმა უკვე ჩაატარა სამი საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებში, ჯამში 200-ზე მეტი ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან დაფინანსება 75 პროექტმა მიიღო. ფონდის საქმიანობა და საპროექტო განაცხადების სტაბილური მატება ცხადყოფს, ოკუპირებულ რეგიონებში კომერციული კავშირების მიმართ მზარდ ინტერესს", - აღნიშნა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი