თეონა აქუბარდია - შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის 11-გვერდიან ანგარიშში "რუსეთის ფედერაცია" არსად მოხსენიებული არ არის - ჩემი თხოვნა იქნება, მტერს სახელი დავარქვათ

ჩემთვის ძალიან რთულია, როდესაც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის 11-გვერდიან ანგარიშში რუსეთის ფედერაცია ერთი სიტყვით არსად მოხსენიებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ოკუპაცია რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს! , - ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც “მინისტრის საათის“ ფორმატში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს უსმენენ.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ის შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ანგარიშს გულდასმით გაეცნო და პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის, რაც, მისივე თქმით, არის პრობლემა.

“ეს მახსენებს უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, როცა მასში რუსეთი ვერ ჩავწერეთ. ჩემი თხოვნა იქნება, მტერს სახელი დავარქვათ, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ჰქვია და როდესაც ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, დავარქვათ მას რუსული ოკუპაცია. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეძლოს და მტერს თავისი სახელი დაარქვას“, - მიმართა აქუბარდიამ თეა ახვლედიანს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა