მიხეილ ხიდურელი - საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიის მიერ შეკერილი სამოსით თამაშობს

ფეხბურთში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ყატარში მიმდინარე ჩემპიონატზე „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი „აჭარა ტექსტილის“ მიერ შეკერილი სამოსით თამაშობს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითი და იმის დასტურია, თუ რამდენად წარმატებით მუშაობს სააგენტოს პროგრამები.

"აჭარა ტექსტილი" საქართველოში NIKE ოფიციალური მწარმოებელია და კომპანიის დაკვეთით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისთვის გასულ წელს 150 000 წყვილი ფორმა შეკერა.

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.

ქვეყნის მასშტაბით კომპანია ოთხ სამკერვალოს ფლობს - ბათუმში, ფოთში, ბობოყვათსა და რუსთავში. ჯამურად „აჭარა ტექსტილში“ 5 000 ადამიანია დასაქმებული.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს