ბექა ოდიშარია - ოპოზიციონერების შიმშილობა სააკაშვილის ბიძის, ალასანიას დირექტივაა

ოპოზიციონერების შიმშილობა არის სააკაშვილის ბიძის, [თემურ} ალასანიას დირექტივა, ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის ოპოზიციონერ კოლეგებს ურჩევს ძალები შიდა არჩევნებისთვის შემოინახონ.

"რაც შეეხება ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატების შესაძლო შიმშილობას, როგორც ჩანს, ისინი აპირებენ ამ აქციის წამოწყებას. წინა შემთხვევაში გვახსოვს, ეს აქცია ხანმოკლე იყო, პრაქტიკულად, იგივე მოთხოვნით იყო განპირობებული. მე არ ვიცი, ახლა რას უკავშირდება ეს, მე უფრო მიმაჩნია, რომ ეს არის სააკაშვილის ბიძის, ბატონი ალასანიას დირექტივა, ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება, რომელიც დაკავშირებული იყო, ალბათ, რომ დაეტოვებინათ მანდატები. ალბათ, მათში უფრო საღი გონება იმარჯვებს და არ ასრულებენ ბრმად მსჯავრდადებულ სააკაშვილის ბიძის დირექტივებს და ეძებენ გზებს, მე მათ გულწრფელად ვურჩევდი, დღეს მათ პარტიაში უმძიმესი მდგომარეობაა, კრილოვის იგავივითაა: „ერთი ალთას მექაჩება, მეორე ბალთას და მესამე კიდე ღმერთმა უწყის სად” ძალ-ღონე შეინახონ, ამხელა პრაიმერისი აქვთ გადასატანი და კამპანია კიდე, 28-29 იანვრამდე ხომ უნდა მიეტანოს სული და შეინახონ ძალები. მით უმეტეს, მოშიმშილეებს შორის სულ სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერები არიან და სჯობს ალბათ, რომ თავიანთი ძალა, ღონე და აქცენტები გადაიტანონ მათ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე", - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას