,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ALDE-ს ვიცე- პრეზიდენტთან და უკრაინის რადას დეპუტატთან  ერთად ქართველი მებრძოლების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ALDE-ს ვიცე- პრეზიდენტთან და უკრაინის რადას დეპუტატთან  ერთად ქართველი მებრძოლების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ, ALDE-ს ვიცე- პრეზიდენტთან და უკრაინის რადას დეპუტატთან კირა რუდიკთან ერთად, უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კირა რუდიკი პირველი დეპუტატია უკრაინიდან, რომელმაც საქართველოში შეხვედრები გამართა.

პარტია "გოლოსის" თავმჯდომარე ვიზიტის ფარგლებში "სტრატეგია აღმაშენებელს" და alde-ს სხვა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.