„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი Hominem Awards-ი" კანდიდატთა  წარდგენის პროცესს აახლებს

„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი Hominem Awards-ი“ კანდიდატთა წარდგენის პროცესს აახლებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის პირველი ეტაპი იმ ადამიანებს დაეთმობა, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს მხარდაჭერა და თანადგომა გაუწია.

“ფილოსოფოსი დიოგენე ანთებული ფარნით ხელში დადიოდა ბაზრის მოედანზე დღისით, იქ ბევრი ხალხი იკრიბებოდა. დადიოდა და ამბობდა: Hominem quaero! - ”ადამიანს ვეძებ!” იპოვა თუ არა ადამიანი, ადამიანთა შორის ადამიანის მძებნელმა უცნობია, ჩვენ კი თანამედროვე სამყაროს ადამიანებს ვპოულობთ და წარმოგიდგენთ”, - ნათქვამია ალიანსის აღმასრულებელი დირექტორის ანა ჯალაღონიას განცხადებაში.

მათივე ცნობით, კამპანიის მიზანია, გაგაცნოთ ისინი, ვინც სიტყვით და საქმით მხარს უჭერენ, ამხნევებენ, აიმედებენ ადამიანებს, ქმნიან შესაძლებლობებს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკითხებს. პროექტის პირველი ეტაპი დაეთმობა იმ გმირებს/ადამიანებს ვინც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს გაუწიეს მხარდაჭერა და თანადგომა.

„დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში -ანდრი კასიანოვი. მას აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება. მისი პროფესიული და პიროვნული თვისებები გახდა საფუძველი ყოფილიყო მაგალითი უკრაინის თითოეული მხარდამჭერისათვის საქართველოში. ანდრის პირადი ჩართულობით შედგა არაერთი აქტივობა, რომლის მიზანიც იყო უკრაინისა და საქართველოში მყოფი თითოეული უკრაინელის მორალური მხარდაჭერა.

საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი აგრძელებს განაცხადების მიღებას ნომინაციაზე Hominem Awards-ისთვის.

Hominem Awards-ი სოციალური კამპანიის ,,ადამიანი“ (Hominem) დამაგვირგვინებელი ღონისძიებაა, რომელიც გამოავლენს, საზოგადოებას წარუდგენს და დააჯილდოებს მათ, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს მხარდაჭერა და თანადგომა გაუწია.

ნომინანტების წარდგენა შეუძლიათ: საინიციატივო ჯგუფებს, ორგანიზაციებს და თვითმმართველ ორგანოებს. ამასთან, თითოეულ საინიციატივო ჯგუფს აქვს ერთი ნომინანტის წარდგენის, ხოლო თითოეულ ორგანიზაციასა და თვითმმართველ ორგანოს სამი ნომინანტის წარდგენის შესაძლებლობა.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2023 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების 1 წლის თავზე.

ამ დროისათვის Hominem Awards-ის ფარგლებში უკვე წარდგენილნი არიან :ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის მიერ ინიცირებული პროექტ “ Stronger Together “ -ის პარტნიორები და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები: აკაკი ხლაბუსტოვი / „ 7x7 ფეხბურთის ასოციაციის“ პრეზიდენტი; ლაშა ჩალაძე; ლაშა ჭეიშვილი; ილია გადელია; დავითი ჩიქვანაია; ინგა ბედიაშვილი; გიორგი ცხვედიანი; თორნიკე არჩვაძე; შოთა კალანდაძე; ილია გადელია; გიორგი ბოჭორმელი; ზურა ტუგულაშვილი; ქეთი გულისაშვილი; გიორგი დუმბაძე; ნატო ყაულაშვილი; მერაბ ნადირაძე; ზურაბ ტუღუში; კობა რევაზიშვილი; გიორგი ვადაჭკორია; ირაკლი ფცქიალაძე/ არქი; გიორგი ლუკიანცევი / აპტოსი; ბესარონ კობიძე / სექტორ 27; გოჩა კურტანიძე/ზედაზენი; მახო გარსევანიშვილი /ლისი დეველოპმენტი; ლაშა მდივანი / ადვოკატთა ასოციაცია; დავით ბერიძე/ ანაგი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა