7 თვეში, წამლების ელექტრონული რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი 1040 აფთიაქში გამოვლინდა

11 აპრილიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, 1040 აფთიაქში მე-2 ჯგუფის წამლების ელექტრონული რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი გამოვლინდა. აქედან 542 აფთიაქის მიმართ გამოწერილმა საჯარიმო თანხამ 767 200 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.

უფრო კონკრეტულად, როგორც რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის გამო სულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1040 ოქმი შედგა, მათგან 542 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა და საჯარიმო თანხამ 767 200 ლარი შეადგინა. შენიშვნა მიეცა 280 სამართალდამრღვევს. საქმის წარმოება შეწყდა 2 შემთხვევაში, 216 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა ამ ეტაპისთვის სასამართლოში დასრულებული არ არის.

გარდა ამისა, „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, გენერიკული სახით რამდენი დანიშნულება გაიცა ექიმის მიერ. როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული მონაცემებით ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში გაცემულია 1,284,314 გენერიკული რეცეპტი.

შეგახსენებთ, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებულია მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს სთავაზობს. მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. ამასთან, სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტსაც შეეხო. კერძოდ, ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024