11 თვეში ტურიზმიდან საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმი) მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი - 3,159,558,975 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 103.5% აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი).

ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით არის გაზრდილი.

„2022 წლის ნოემბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 305,029,882 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 151.2% აღდგენაა, 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +194,075,877 (+174.9%) აშშ დოლარით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი