დევნილი ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვის მიზნით თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL“ შტაბ-ბინაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ესპანურ ასოციაცია „TODOS SOMOS NIÑOS“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ესპანეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისა და ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს.

"ხელშეკრულებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ესპანური ასოციაცია „TODOS SOMOS NIÑOS“-ის პრეზიდენტმა ანხელ მარუგან კალვომ მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში, მოზარდები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩევიან, სადაც პრიორიტეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს მიენიჭებათ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა